შაუმიანში ხიდის ასაშენებლად მერია 734 820 ლარს დახარჯავს
სოფელ შაუმიანში მდინარე შულავერაზე გადასასვლელი ამორტიზირებული ხიდის დემონტაჟსა და ახლის მშენებლობაში მარნეულის მერია 734 820 ლარს დახარჯავს.

როგორც მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია აღნიშნული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დამტკიცდა, რომ აღნიშნული ხიდი ექსპლუატაციისათვის უვარგისია.

„ახალი კაპიტალური ხიდის მოწყობის სამუშაოების განხორციელება გულისხმობს საავტომობილო გზაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას თვით ხიდის, მისასვლელი გზისა და სარეგულაციო და დამცავი ნაგებობების ჩათვლით“ - აღნიშნულია ხიდის მშენებლობის პროექტში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში, მდინარე შულავერაზე გადასასვლელი ამორტიზირებული ხიდის დემონტაჟისა და ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მარნეულის მერიამ 3 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 19-დან 24 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები