მარნეულის სოფლებში სასმელი წყლის დაბინძურების შემთხვევები დაფიქსირდა - აუდიტის ანგარიში
მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, 2019 წლის აპრლში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, სოფელ იმირში დაფიქსირდა ქლორის მომატებული შემცველობა, რომელიც 2,2-ჯერ აღემატებოდა მის ზღვრულ ოდენობას.

„სოფლებში ხიხანი, ალავარი, ბეგლიარი - გამოვლინდა სასმელი წყლის მიკრობული დაბინძურება. დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ სოფლებში წყლის სასმელად მოხმარება დასაშვებია სათანადო გაუსნებოვნების შემდეგ“ - წერია აუდიტის ანგარიშში

აუდიტის სამსახურის ცნობით, აღნიშნული დარღვევები მიუთითებს შპს-ს საქმიანობაზე და მისი ფუნქცია-მოვალეობების არასრულყოფილად შესრულებაზე. პასუხისმგებელმა პირებმა აუდიტს კვლევის პერიოდში განუცხადეს, რომ ზემოაღნიშნული პრობლემები უკვე მოგვარებული იყო, თუმცა განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები არ ჩატარებულა.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არაა შესწავლილი თუ რამდენად ასრულებს შპს „მარნეულის სოფწყალი“ მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მუნიციპალიტეტმა ასევე ვერ დაასაბუთა შპს-სათვის 2017-18 წლებში გამოყოფილი 2 078 800 ლარის ეფექტიანობა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები