დაშტაფაში საფლავბის ქვების გატეხვის ფაქტზე გამოძიება მიცვალებულისადმი უპატივცემულობის მუხლით დაიწყო
დღეს, 4 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში უცნობმა პირებმა საფლავის ქვები გატეხეს.
გატეხილია სეიდ გამბარ ასკეროვისა და მისი ოჯახის ხუთი წევრის საფლავის ქვები. სასაფლაოს დარაჯმა ზიადინ რამაზანოვმა დილის საათებში ნახა არსებული სიტუაცია და მაშინვე თანასოფლელებს აცნობა. ფიქრობს, რომ შემთხვევა ღამის საათებში მოხდა, დღის განმავლობაში ტერიტორიას  ის თავად აკონტროლებს.

სეიდ გამბარ ასკეროვის ახლობლები და სოფელ დაშტაფას მცხოვრებლები ამბობენ, რომ საფლავების ქვები სპეციალურად დააზიანეს. 

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის (მიცვალებულებისადმი უპატივცემულობა) პირველი ნაწილით დაიწყო , რაც გულისხმობს ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, აგრეთვე საფლავის ძეგლის ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანებას, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები