ანონსი: 12 ნოემბერს,მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგები და დისკუსია მერთან
12 ნოემბერს 13:00 საათზე სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივისმის ცენტრის და რადიო მარნეულის ერთობლიბი პროექტი, „ეთნიკური უმცირესობების ეფექტური ჩართულობა გამჭვირვალე ბიუჯეთისთვის“-ის ფარგლებში ჩატარებული კვლევის, „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები“-ის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციის შემდეგ ქალაქ მარნეულის მერი, ზაურ დარგალისთან გაიმართება პანელ-დისკუსია მარნეულელ ახალგაზრდების საჭიროებებზე და მარნეულის თვითმართველობის 2020 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე ახალგაზრდულ მიმართულებით.

მისამართი: „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“-ს მარნეულის ოფისი (გეორგაძის ქ. #1).
სამუშაო ენა იქნება ქართული ,სურვილის შემთხვევაში მიკროჯგუფებში აზერბაიჯანულ თარგმანს უზრუნველვყოფთ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები