სიახლე
,,მე ვირჩევ თანასწორობას“ - კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის ,,მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში დღეს,  18 ნოემბერს, მარნეულის N5 საჯარო სკოლაში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაატარეს. პროკურორებმა დამსწრეებს  გააცნეს ტოლერანტობის მნიშვნელობა და ისაუბრეს იმ  სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რაც დისკრიმინაციის საკითხს უკავშირდება. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის რაიონულმა პროკურორმა მურად მნათობიშვილმა თქვა, თანასწორობის კვირეული 15 ნოემბერს დაიწყო და 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა და მიწოდება იმ ინფორმაციის , იმ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ , რაც უკავშირდება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს პროკურატურა მხარს უჭერს და უერთდება აღნიშნულ კამპანიას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პროკურატურისათვის პრიორიტეტულია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“,- თქვა მურად მნათობიშვილმა

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია საინფორმაციო ღონისძიებები, სადაც ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ თანასწორობის მნიშვნელობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანია არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირეჩ მუღანლოს
მოსახლეობის თქმით, სოფელში სანაგვე კონტეინერები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირეჩ მუღანლოს მოსახლეობის თქმით, სოფელში სანაგვე კონტეინერები
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული
ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს
წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ
უმრავლესობაში არ იყოს რყევები, უმრავლესობა არ
დაიშლება,
ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები, უმრავლესობა არ დაიშლება,
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლის
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების მომსახურეობის შესყიდვას 49 150
ლარად გეგმავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების მომსახურეობის შესყიდვას 49 150 ლარად გეგმავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
ახალი წლის შესახვედრად ემზადება, რისთვისაც უკვე ორი ტენდერი
გამოაცხადეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ახალი წლის შესახვედრად ემზადება, რისთვისაც უკვე ორი ტენდერი გამოაცხადეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია
ახალი წლის შესახვედრად ემზადება, რისთვისაც უკვე ორი ტენდერი
გამოაცხადეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ახალი წლის შესახვედრად ემზადება, რისთვისაც უკვე ორი ტენდერი გამოაცხადეს.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის”
ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.
საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო
სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ
გამოცემა „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით
იუწყება.
საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.