სიახლე
ადგილობრივების დიდი ნაწილის პოლიტიკიდან გარიყვას აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის რესურსის არარსებობა იწვევს - EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) 2019 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასების მიხედვით, ქართული ენის დომინაციის პოლიტიკას ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის მიმართ მძიმე სოციალური შედეგი მოაქვს.

2019 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებაში წერია, რომ არსებითი სახელმწიფო ენის სწავლების პოლიტიკა გაძლიერდა, მაგრამ სახელმწიფო ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობები დღემდე არ უზრუნველყოფენ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის რესურსს, რაც ადგილობრივების დიდი ნაწილის პოლიტიკიდან გარიყვას იწვევა. EMC-ს შენიშვნები და რეკომენდაციები ჰქონდა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთანაც. მარნეულის მერიასა და საკრებულოში საჯარო დოკუმენტები აზერბაიჯანულ ენაზე არ ითარგმნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის დონე ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემში საკმაოდ დაბალია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის მხოლოდ სახელმწიფო ენაზე გავრცელება წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას, რაც მას ნაკისრი აქვს როგორ საერთაშორისო დონეზე, ისე ეროვნული კანონმდებლობით.“ - წერია მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართ EMC-ს მოწოდებაში

EMC რეგიონში პრობლემატურად მიიჩნევს წინასასკოლო განათლების ინფრასტრუქტურის სიმცირესაც. ორგანიზაცია წერს, რომ განათლების ხარისხი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლებში მკვეთრად დაბალი და უთანასწოროა, რაც ამ ჯგუფებს სათანადო განვითარების შესაძლებლობას უსპობს.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა შშმ
პირებისათვის ადაპტირებული არაა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული არაა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლისათვის 5
ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენას გეგმავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლისათვის 5 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენას გეგმავს.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა
ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში
ჩამოვა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ელჩი დადო და ის საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა.
დღეს, 17 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა
2020 წლის სოციალური პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
დღეს, 17 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის სოციალური პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
პარლამენტის სტაჟირების
პროგრამის ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ახალი თავმჯდომარე
ჰყავს.

პარლამენტის სტაჟირების პროგრამის ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში
პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი
დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
23 იანვარს , 12:00-ზე, მარნეულის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში , გაიმართება შეხვედრა თემაზე: "რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს".
23 იანვარს , 12:00-ზე, მარნეულის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში , გაიმართება შეხვედრა თემაზე: "რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს".