ინტერნეტ პროვაიდერი „i-Link” კორონავირუსის გამო მომსახურეობას დროებით აჩერებს

ინტერნეტ პოროვაიდერი „i-Link” კორონავირუსის საფრთხის გამო თეთრიწყაროში, ბოლნისსა და დამნისის აბონენტებსა და ინტერნეტის შეყვანის ახალ მსურველებს ვერ მოემსახურება.



ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას “i-Link”-ის დირეტქორმა სამირ რაგიმოვმა თქვა.

მისი თქმით, ამჟამად ოფისში ოპერატორის მომსახურეობა გრძელდება, მაგრამ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების გამო გზები ჩაკეტილია და თეთრიწყაროში, ბოლნისსა და დმანისში მუშაობა დროებით შეჩერებულია.

რაგიმოვის თქმით, სამთავრობო უწყებები მას დახმარებას დაჰპირდნენ და ინტერნეტის ხაზების კონტროლქვეშ აყვანა შესთავაზეს. ფიქრობს, რომ თბილისიდან დახმარების შემთხვევაში კომპანიის ბოძები გაკონტროლდება და მომხმარებლებისათვის ინტერნეტის მიწოდება პრობლემა არ იქნება.

23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.


 

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები