მარნეულში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ერთი პირი დააჯარიმეს
მარნეულში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ერთი პირი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 28 მარტს, ზაურ დარგალმა მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და თქვა, რომ მკაცრ ზომებს იღებენ და მოქალაქეებს ყოველდღიურად აფრთხილებენ, რომ „დარჩნენ სახლში“.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დარღვევების შემთხვევებზე დაიწყო მოქალაქეთა დაჯარიმება და ესეთი ფაქტები, როგორ მივიღეთ ინფორმაცია მარნეულშიც დაფიქსირდა. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე არღვევს საგანგებო რეჟიმის პირობებს და საგანგებო პირობებს, ჯარიმდება 3 000 ათასი ლარით. მე სხვადასხვა ადგილებიდან მირეკავენ და ასეთი ფაქტები მარნეულშიც არის“ - თქვა ზაურ დარგალმა და გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გადაღებულ ვიდეოს, სადაც ახალგაზრდები სპორტულ მოედანზე არია შეკრებილები და თამაშობენ. მერის თქმით, ისინი პოლიციაში გადაიყვანეს.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია