2021 წელს სოფელ დოლისყანასა და იმირჭალაში გზების რეაბილიტაცია იგეგმება

2021 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლისყანასა და იმირჭალაში შიდა და მისასვლელი გზების მოასფალტება იგეგმება.

აღნიშნული ინფორმაცია 26 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა.

მამედოვმა ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, რომ მარნეულში ინფრასტურქტურული პროექტები მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილი ფინანსებით განხორციელდება.

2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფელ დოლისყანაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციისათვის 350 000 ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება სოფელ იმირჭალის შიდა გზების რეაბილიტაციას, 2021 წლის ბიუჯეტში 208 000 ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 34 934 100 ლარს შეადგენს რაც წინა წლის ბიუჯეტზე 6 200 000 ლარით მეტია.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები