Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე მარნეულში ვირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა
2020 წლის 10 დეკემბრიდან 2021 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 267 ადამიანი დაინფიცირდა. დროის ამავე პერიოდში მუნიციპალიტეტში Covid-19-ით სტაციონარში 5 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოფიციალური წერილის საფუძველზე მიაწოდა.

„2021 წლის 1 თებერვლიდან ინფექციის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, თვითიზოლაციაშია - 10, აღებული იქნა 68 PCR- და 320 სწრაფი ტესტი, ყველა პასუხი უარყოფითია“. - წეია მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში

საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 5 თებერვლამდე პერიოდში მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 1 385 შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო „მარნეულისათვის“ 2020 წლის 9 დეკემბერს მარნეულის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, 9 დეკემბრის მონაცემებით მუნიციპალიტეტში კორონავირუსით გარდაცვალების 29 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე მარნეულში ვირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები