„10 დღეა ნავაჭრი არ მაქვს, ყველაფერს აძვირებს დოლარი“ - მარნეულის ბაზრის მოვაჭრე
დღეს, 8 თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. მიუხედავად იმისა, რომ მარნეულში უკვე რამდენიმე თვეა ბაზრები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, მოვაჭრეები მომხმარებლის სიმცირეს უჩვიან. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, ეკონომიკურ მდგმარეობაზე პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა.



„10 დღეა სიფთა, ნავაჭრი არ მაქვს. ყველაფერს აძვირებს ეს დოლარი. მე საზღვარგარეთის ტავარს ვყიდი, 3.50 ლარია ერთი ლიტრი საწვავი. რომ წავიდე რა ფასში ჩამოვიტანო, როგორ ვივაჭრო? სად არის მყიდველი, ვინ მოდის? რა ქნას ხალხმა, ურნებში იქექებიან, ცოდოა ხალხი. 300 ლარიანი კომპენსაციით რა გავაკეთო, 12 სული ვართ ოჯახში, ორი ავადმყოფი მყავს. მარნეულის მერიის კიდევ კმაყოფილი ვარ, რამეზე თუ მივდივარ უარს არ მეუბნებიან. ეყოფა ამ საქართველოს ხალხის გაწყვეტა. ტელევიზორში პარლამენტარები რომ გამოდიან და ვილები რომ ააშენეს, ვისი ფულებით ააშენეს? 20, 30 მილიარდი საქართველოს ზარალი მიაყენეს, ვინ გადაიხდის? ისევ ჩვენ კისერზე იქნება ყველაფერი“



„ზაფხულს თავისი ფასები აქვს ზამთარს კი თავისი. ცოდა განსხვავება არის ფასებში იმიტომ რომ ზამთარია. ვაჭრობაც ნორმალურად მიმდინარეობს - არაუშავს“




„ფქვილის ტომარა 70 ლარი ღირს, ძალიან რთულია ცხოვრებაა. ქარხხანა არაა, უმუშევორბაა. ჩვენ მაინც , აქ , ბაზარში რამეს ვყიდით და ოჯახში პურის ფული მიგვაქვს. ზოგი საერთოდ მშიერია. დახმარება მოდის საზღვარგარეთიდან და ყველაფერს თვითონ ჭამენ ზემდგომები, ღარიბებს არაფერს  აძლევენ -  არც ამ ბაზრის ხალხს. ათასჯერ მივედით გამგეობაში დახმარებისთვის და არ დაეხმარნენ ღარიბებს.  აქ დასამალი არაფერია. ბაზრიდან გვაქვ შემოსავალი და იციც 10-15 ლარი , მეტი არაფერი"



„სად არის ხალხი, ყველა გარეთ ჩერდება, ვინ შემოდის აქ. ადრე, კარგი ვაჭრობა გვქონდა, ხალხი ბევრი იყო“


გთავაზობთ მარნეულის აგრალური ბაზრის პროდუქტის ფასებს დღევანდელი დღის მონაცემებით.
მითითებულია 1 კილოგრამის ღირებულება:

წითელი პომიდორი – 4,50 ლარი
ვარდისფერი პომიდორი (ადგილობრივი) - 6 ლარი
კიტრი ადგილობრივი - 6 ლარი, ხოლო იმპორტირებული 4,50 ლარი.


ნიორი - 6 ლარი
კარტოფილი – 1,50 ლარი
ჭარხალი - 1.50
სტაფილო - 1.50
ბადრიჯანი – 5 ლარი
ხახვი – 1,20
კომბოსტო – 0,50
ბულგარული – 6 ლარი
ვაშლი – 1.50
ფორთოხალი – 3,50 ლარი
3 კონა ქინძი და 5 კონა ისპანახი - 1 ლარი ღირს. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები