404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ელისაშვილის განცხადებას, რომ უმცირესობები ქართულად გამარჯობასაც ვერ ამბობენ განზოგადებად აფასებენ
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, დმანისის და სხვა აზერბაიჯანულ თუ სომხურ სოფლებში ბავშვები ორ სიტყვას ვერ აბამენ ერთმანეთს და ქართულად გამარჯობის თქმაც არ შეუძლიათ.

„ხშირად მაქვს შეხება ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, დმანისის და სხვა აზერბაიჯანულ თუ სომხურ სოფლებთან. კატასტროფა ხდება, ბავშვები ორ ქართულ სიტყვას ვერ აბამენ ერთმანეთს და გამარჯობასაც ვერ ამბობენ. აქაც თავს ხომ არ ვიტყუებთ? ვინ ან როგორ ამოწმებს რა ცოდნას იღებენ ბავშვები ქართულად? უფროსი თაობა მეტ-ნაკლებად შემოდის კონტაქტში, ბავშვებში კი ხდება კატასტროფა აბსოლუტურად, რატომ არ აქცევთ ამას ყურადღებას?“ - მიმართა ელისაშვილმა განათლების მინისტრობის კანდიდატს მიხელ ჩხნკელს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის განცხადებას მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ელისაშვილის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ მას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების პროგრამებთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხზე იყო საუბარი. ელისაშვილმა, სხვათაშორის, სწორი აქცენტი გააკეთა განათლების ხარისხზე და არსებულ პრობლემებზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ელისაშვილი კარგად არაა გარკვეული საქმის კურსში და არ იცის თუ რა ხდება ამ რეგიონში განათლების კუთხით. ჩვენ ვიცით, რომ ძველი თაობისაგან განსხვავებით, ახალ თაობაში ნელ-ნელა დაიწყო ტენდენცია ქართული ენის სწავლის. ვითომდა ადგილობრივმა ბავშვებმა არ იციან ქართულად გამარჯობის თქმა და ორ სიტყვასაც ვერ აბამენ, ეს არის სიმართლე. ახალმა თაობამ დაიწყო ქართული ენის სწავლა არა მარტო სახელმწიფო პროგრამებით, არამედ კერძო რეპეტიტორების დახმარებითაც. ელისაშვილი იქნება თუ სხვა, კარგი იქნება რომ მსგავს საკითხებზე განცხადების გაკეთებამდე პატარა კვლევა მაინც ჩაატარონ და გაიგონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით რეგიონში“ - გვითხრა სამირა ბაირამოვამ

ბაირამოვას განცხადებით, კარგი იქნება, თუ მარნეულის და იმ რეგიონების დეპუტატები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით არიან დაკომპლექტებული პარლამენტში უფრო აქტიურად დაიწყებენ ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარს.

განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა რადიო „მარნეულთან“ საუბრისა აცხადებს, რომ რეგიონებთან დაკავშირებით ცალსახი და ერთიანი შეფასების გაკეთება, რაც ელისაშვილმა ავის განცხადებაში გააკეთა, არასწორია, ვინაიდან ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც მნიშვნელოვანი განსხვავებებია.

„იმ მოსწავლეებისათვის რომელთა მშობლიური ენა არაა ქართული, ასეთ რეგიონებში ცხადია გვაქვს პრობლემა, მაგრამ გვაქვს ასევე წარმატებული მაგალითებიც. ამიტომ ასე ერთგვაროვანი შეფასება, რომ ქართულ ენაზე გაგება და მისალმებაც უჭირთ მოსწავლეებს არ იქნებოდა ცალსახად აღმწერი იმ რეგიონების. ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიძლება ცალკეულ სოფლებში, მათ შორის შეიძლება ქალაქებშიც იყოს თუმცა მე ასე არ განვაზოგადებდი და რადიკალურად არ შევაფასებდი“. - განაცხადა რევაზ აფხაზავამ

აფხაზავას განცხადებით, სახელმწიფომ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის უფრო მეტი მხარდაჭერი ღონისძზიებები უნდა განახორციელოს არ ამარტო ქართული ენის სწავლების, არამედ ზოგადი განათლების მიღების მიმართულებით. განათლების სპეციალისტის თქმით, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ მასშტაბები, რომლის მიხედვითაც ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ქართული ენის დამხმარე მასწავლებლებს აგზავნიან და უნდა იზრუნონ სკოლის, როგორც ინსტიტუციის განვითარებაზე.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია