404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულელი გოგოს მიერ პანდემიისას დაწყებული ბიზნესი
მარნეულელმა გულჯახან აჯალოვამ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ახალი სტარტაპი წარმოიწყო და სამკერვალო-ატელიე „ჯულია“ დაარსა.

გულჯახანი USAID ზრდა პროექტის ფარგლებში, RDFG-ის რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის გამარჯვებული გახდა და ბიზნესიდეის განხორციელებისათვის 7 000 ლარიანი გრანტი მიიღო. აღნიშნული თანხით საკერავი მანქანები და ფოტოაპარატი შეიძიან და ნოემბრიდან მუშაობასაც შეუდგა.

„მალევე ვაპირებდი ატელიეს ოფიციალურ გახსნას, მაგრამ სამთავრობო შეზღუდვები დაიწყო და ბაზრები დაიკეტა. ვინაიდან ჩემი მომწოდებლები „ლილოს“ ბაზარში მუშაობენ ვერ შევძელი შესაბამისი მასალების ყიდვა, მხოლოდ ძაფები და ის ნივთები ვიყიდე, რომელიც ხელმისაწვდომი იყო და რამდენიმე ტიპის კაბებიც მოვამზადეთ“

ამ ეტაპზე გულჯახანის ატელიეში, მასთან ერთად, ერთი ქალია დასაქმებული. გულჯახანის თქმით, სამომავლოდ არ აპირებს რომ მისი იდეა მხოლოდ ატელიეთი შემოიფარგლოს და გეგმავს, რომ საკუარი ბრენდი ჩამოაყალიბოს.

„ყველაფრის ორგანიზება ერთ-ორ თვეში მოვახერხე. ახლა სწავლაც დავიწყე და კერძო მასწავლებელთან სამკერვალო კურსებს გავდივარ. მართალია ჩემთვის ახალი სფეროა, მაგრამ მინდა რომ ბოლომდე ვისწავლო. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანისთვის, ვისაც ბიზნესისა და მეწარმეობის ინტერესები აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ბიზნესის გახსნა და არ მინდა რომ ჩემი ბიზნესი დარჩეს პატარა ატელიედ, მინდა რომ ბრენდი ჩამოვაყალიბო“.

გულჯახანმა უნივერსიტეტშ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა და მას შემდეგ ყოველთვის უნდოდა საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ატელიეს გახსნის იდეა კი დეიდამისის პროფესიის გამო გაუჩნდა.

„დეიდაჩემი მკერავია და სულ ვუყურებდი ხოლმე თუ როგორ აკეთებს ტანსაცმელებს და ძალიან მომწონდა ეს პროცესი. მეც მინდოდა ამდაგვარი საქმით დაკავება, მაგრამ ჩემი იდეები ცოტა უფრო მასშტაბურია, მინდა რომ ეს იყოს ბრენდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი ბრენდი ჩამოვაყალიბო და რადგან მე მარკეტინგის სპეციალისტი ვარ ეს შემიძლია და მჯერა ჩემი თავის“ - გვითხრა გულჯახანმა

გულჯახანი სამომავლოდ ატელიეში კიდევ რამდენიმე ქალის დასაქმებასაც აპირებს. ამბობს, რომ ატელიეს გახსნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დიასახლისების გადამზადება და დასაქმებაცაა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია