მარნეულის მერია ოთხ სოფელში შიდა გზების მოასფალტებას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ მარადისში, ხიხანში, ალავარსა
და კირაჩ-მუღანლოში შიდა გზების მოასფალტებას გეგმავს.
აღნიშნული სოფლებში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების
შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 28 943 ლარიანი ტენდერი
გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ოთხივე სოფელში მოეწყობა ორფენიანი
ასფალტირებული გზა , ასფალტო ბეტონის საფარი, საჭიროების
შემთხვევაში სანიაღვრე სისტემები და მისაყრელი გვერდულები.
გზის სიგანე კი ადგილზე განისაზღვრება, პროექტირების პროცესში,
სავარაუდოდ 4.5 მეტრი.
სოფელ კირაჩ-მუღანლოს შიდა გზების მოასფალტების სავარაუდო ღირებულება
შეადგენს 445 969
ლარს, მარადისის 350 000, ხიხანის 445
970, ხოლო ალავრის გზის მოასფალტების სავარაუდო ღირებულება
124 403 ლარია.
აღნიშნული ტენდერი მერიამ 1 მარტს გამოაცხადა, მასში მონაწილეობის
მიღება მსურველ პრეტენდენტებს 7-დან 9 მარტის პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების
გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.