მარნეულში ახალი სანაგვე ურნების დადგმიდან ორ თვეში სამი კონტეინერი დაიწვა
2021 წლის დასაწყისში მარნეულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა ქალაქ მარნეულში 204 ახალი სანაგვე ურნა დადგა, ხოლო ძველი ურნები სოფლებზე გადაანაწილა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ა.(ა).ი.პ „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ განაცხადა, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, 5 მარტამდე, ქალაქ მარნეულში 3 სანაგვე ურნა დაიწვა.

„სამ ადგილას გაუჩნდა ურნას ცეცხლი. ერთი იყო „ლიბერთის“ წინ და ჩემმა მუშებმა მიუსწრეს და ჩააქრეს, მეორე იყო რუსთაველის ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, და კიდევ ერთი ურნა დაიწვა ცენტრალურ მოედანზე. საბედნიეროდ ჩემმა მუშებმა მიუსწრეს და ჩააქრეს ცეცხლი“ - გვითხრა ლერი მუმლაძემ

„სუფთა მარნეულის“ დირექტორის განმარტებით, ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა გახდა ხანძრის მიზეზები და შესაბამისად არცერთ შემთხვევაზე მოქალაქეები არ დაჯარიმებულან.

მუმლაძის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ ურნებში სამშენებლო ნარჩენსაც ყრიან, რაც შემდგომში ურნების დაზიანებას იწყვევს. ასევე, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ნარჩენებს არ ურნაში, არამედ ურნის გვერდით ყრიან რის გამოც მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მუშაობაში ხელი ეშლებათ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით, 750 სანაგვე ურნაა გადანაწილებული. ბოლოს სანაგვე ურნები, 300 ურნა, მუნიციპალიტეტში 2020 წლის დასასრულს შემოიტანეს, სწორედ ამ სამასი ურნიდან 204 ქალაქ მარნეულში, ხოლო დანარჩენი სოფლებში გადანაწილდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები