მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში ორი თვეა საკლასო ჟურნალები გაქრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლაში, საკლასო ჟურნალები დაიკარგა. ინფორმაცია თავდაპირველად „24 news”-მა გაავრცელა. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, შემთხვევა დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა. ალგეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ადაზა მურადოვა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ფაქტის შესახებ საპატროლო პოლიციას მაშინვე აცნობეს.

„ვეძებთ, პოლიციამ იცის. მე თვითონ ვერ გავარკვიე როგორ მოხდა ეს ამბავი“ - თქვა დირექტორმა.

კითხვაზე, რამდენი ჟურნალი დაიკარგა სკოლიდან, დირექტორმა ტელეფონი გაგვითიშა და ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს. რესურსცენტრის ინფორმააციით კი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, ოთხი საკლასო ჟურნალი დაიკარგა.

რა ეტაზეა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, ინფორმაციას რადიო „მარნეული“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ინფორმაცია განახლდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები