სიახლე
13 მაისიდან მარნეულის ყველა სკოლა სწავლებას საკლასო ოთახებში განაახლებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელმა ირმა დავაძემ უთხრა, 13 მაისიდან მუნიციპალიტეტში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები, სწავლებას სასკოლო გარემოში გააგრძელებენ.

„ამ ეტაპზე არ არის გამოვლენილი კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები არც მასწავლებლებში და არც მოსწავლეებში. დღეს და გუშინ მოხდა ყველა საკლასო ოთახის და დერეფნების დასუფთავება, დეზინფექციის ჩატარება სპეციალური ხსნარებით. მოგეხსენებათ, რომ ეს ხსნარები სამინისტრომ მოგვაწოდა. ცხადია, გაგრძელდება მასწავლებლების ტესტირებაც“

ირმა დავაძის ამბობს, რომ იმუნიზაციის პროცესში ჩართვაზე მარნეულში მომუშავე პედაგოგებიც გამოთქვამენ სურვილს და ამ ეტაპზე, პედაგოგების დაახლოებით 3%-ია აცრილი.

„იცით, რომ იმუნიზაციის პროცესი ნებაყოფლობითია და არიან მსურველი პედაგოგებიც, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან და იკეთებენ აცრას. დაახლოებით, ამ ეტაპზე არის 2-3% დაწყებითი. "ასტრაზენეკა" 55 წელს ზემოთ იყო დაშვებული. "სინოფარმზე"რეგისტრაცია რომ დაიწყო, მაშინ უქმე დღეები დაემთხვა და ზუსტად არ ვიცით ჯერჯერობით მაგათზე რამდენი დარეგისტრირდა. ვაქცინაციის პირველი ეტაპი ჩატარებული აქვს დაახლოებით 3%-ს“

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები იყო გამოცხადებული. ამ პერიოდის განმავლობაში ისვენებდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებიც, უქმე დღეების გამოცხადება რთული ეპიდემიოლოგიური ფონის გამო გახდა საჭირო.


FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია