სიახლე
რესურსცენტრის ხელმძღვანელად დანიშნულმა ზაბილ გოჯაევმა თანამდებობა დატოვა
მარნეულის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელად ერთი კვირის წინ დანიშნული ზაბილ გოჯაევი თანამდებობიდან გადადგა. განათლების სამინისტროში რადიო „მარნეულს“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ ზაბილ გოჯაევი რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას აღარ ასრულებს.

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გვითხრეს, რომ გოჯაევმა თანამდებობა საკუთარი ნებით, განცხადების საფუძველზე დატოვა. მოვალეობას კი ალი გახრამანოვი შეარულებს. 

დეტალების გასარკვევად რადიო მარნეული ამ დრომდე ცდილობს ზაბილ გოეჯაევთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ზაბილ გოჯაევი მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებლად 2 ივნისს დაინიშნა. მაშინ განათლების სამინისტროში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ გოჯაევი ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებდა მოვალეობას. ხელმძღვანელად დანიშვნისთვის კი გამოცდის ჩაბარება მოუწევდა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბოლო რამდენიმე წელი ქენან ომაროვი იყო. ის ახლა მერის მოადგილეა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია