სიახლე
35 წლის მარნეულელმა ქალმა მე-10 შვილი გააჩინა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, ყიზილაჯლოში მცხოვრებ 35 წლის ნაილა მამედოვას 10 ივნისს, მე-10 ბავშვი შეეძინა. მამედოვამ ათივე ახალშობილი ერთსა და იმავე სამედიცინო დაწესებულებაში გააჩინა. სამშობიარო პალატაში მყოფი დედა დღეს, ჯეო ჰოსპიტალსის ექიმებმა მოინახულეს. ახალშობილის დაბადება მიულოცეს, ბავშვის მოვლის საშუალებები და ტკბილეული გადასცეს.



„ძალიან ბედნიერი და მადლოელი ვარ, 10 შვილი აქ გავაჩინე. თავს კარგად ვგრძნობ“ - ამბობს ნაილა.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელი რუსუდან უშვერიძე გვიყვება, რომ ერთ ოჯახში 10 ბავშვის დაბადება მათ კლინიკაში პირველი შემთხვევა არაა, თუმცა ყველა მათგანი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. ამბობს, რომ ნაილა მამედოვას სიხარული უკვე მეათედ გაიზიარეს.



“გაჩნდა ახალშობილი, ალი მურსაკულოვი ჯანმრთელი. ეს უკვე თავისთავად ბედნიერების მიზეზია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს არის მეათე ახალშობილი ოჯახისათვის და ყველა ახალშობილი ჩვენს სამშობიარო სახლში გაჩნდა. წარმოიდგინეთ რამხელა ნდობის ფაქტორია და რამდენად დიდი ბედნიერება და სიამაყეა აქ მომუშავე პერსოპნალისთვის ასეთი დღე. ოჯახისთვის ეს არის მეექვსე ბიჭი. ეს ღირშესანიშნავი მომენტია ჩვენთვის და კიდევ უფრო საამაყოა, რომ ერთ ოჯახში ათი ჯანმრთელი ბავშვი შევიდა ჩვენი კლინიკიდან, რაც ალბათ, ჩვენს სანდოობაზეც მეტყველებს“ – „ჯეო ჰოსპიტალსის“
ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელი.

თამარა ფახრადინოვა წლებია, რაც მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიაროში მეანგინეკოლოგად მუშაობს. ალი მურსაკულოვის მსგავსად მის ხელში ასობით ახალშობილია დაბადებული. ამბობს, რომ ნაილა მამდოვას მშობიარობამ ყველანაირი გართულების გარეშე, წარმატებით ჩაიარა.


„ნაილა მაედოვამ ჩვენთან, ჯეო ჰოსპიტალსშიიმშობიარა. სახლში კიდევ 9 ბავშვი ჰყავს. 6 ბიჭია და 4 გოგო. ყველა ბავშვი ჩვენთან გააჩინა, აქ იყო აღრიცხვაზე. ახალშობილი 3 კილო და 100 გრამი დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, არანაირი პრობლემა არ აქვთ”

აღსანიშნავია, რომ მარენულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიაროში გასულ წელს სულ 793 ბავშვი დაიბადა. მათგან 442 ახალშობილი ბიჭია, ხოლო 351 გოგო.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია