მარნეულში საკანალიზაციო მილში ჩავარდნილმა კაცმა დაჟეჟილობა მიიღო
კაცი, რომელიც, მარნეულში საკანალიზაციო მილში ჩავარდა, დაჟეჟილობა მიიღო. როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა, ტატა შენგელაიამ რადიო „მარნეულს“ უთხრა, პაციენტი მათ სამედეიცინო დაწესებულებაში 25 ივნისს, საღამოს საათებში შეიყვანს.

მისი თქმით, კანალიზაციის მილში ჩავარდნილ ადამიანს სერიოზული დაზიანება არ მიუღია და მას მხოლოდ დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. შენგელაიას თქმით პაციენტი სახლში გაეწერა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევა 25 ივნისს, დაახლოებით, 21:00 საათზე მოხდაა. aktual.ge- ს ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს გზაზე პირუტყვი მოჰყავდა და კანალიზაციის მილში ჩავარდა. მას შემდეგ, რაც მან პირუტყვის ამოყვანა სცადა, ორმოში თავად ჩავარდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები