რა გააკეთა მარნეულის მერიამ მოსახლეობაში ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისათვის მარნეულში ორი ბანერი რამდენიმე თვის წინ განათავსა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა ბანერების განთავსების შესახებ შეთანხმება შპს „ალმასთან“ დადო.

„მუნიციპალიტემა შპს „ალმასთან“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე დაამონტაჟა ბანერები, რათა მოსახლეობას ჰქონოდა საყოველთაო იმუნიზაციის შესახებ ინფომრაცია ბანერის სახით. გარდა ამისა, შერიგებისა და ინტეგრაციის სამინისტროსთან შეთანხმებით მათგან მივიღეთ ფლაერები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით თუ რა უნდა სცოდნოდათ მოსახლეობას და როგორ უნდა დაეყვანათ მინიმუმამდე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა. ჩვენმა თანამშრომლებმა ეს ფლაერები დაარიგეს სოფლებში“. - განაცხადა ზაურ ტაბატაძემ

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის გაზრდისათვის თავად და მერიის სხვა თანამშრომლები აქტიურად იყენებდნენ მარნეულის ტელევიზიის ეთერებს და მოსახლეობას სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდიდნენ.

„ამან გარკვეულწილად იმუშავა. მარნეულში დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს აცრის პროცესი. მუშაობს ოთხი ამცრელი ბრიგადა სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად იცრება. მოქალაქეები პირდაპირ ადგილზე რეგისტრირდებიან და იქვე იკეთებენ მათთვის სასურველ ვაქცინას. მოსახლეობის აცრა ხდება სინოვაკით, სინოფარმით და პფაიზერით“.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა შპს „ალმას“ ბანერების განთავსების გამო თანხა არ გადაუხადა, რადგან „ალმასთან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს ქალაქში არსებული ბანერების უფასოდ გამოყენების უფლება აქვს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია