მარნეულელი სმენადაქვეითებულები ბაკურიანში სათხილამურო შეჯიბრში მონაწილეობენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბაკურიანში 5 მარენულელი შშმ პირის სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის 4 940 ლარი გადაიხადა.

მარნეულის მერიამ გამარტივებული ხელშეკრულება ა(ა)იპ "ახალგაზრდული მედია-კავშირი"-თან გააფორმა. როგორც რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ელგუჯა კუპატაძემ განაცხადა, რომ ბაკურიანში მიმდინარე შეჯიბრში მონაწილეობას ძირითადად სმენადაქვეითებულები ღებულობენ.

"შეჯობრზე სულ 5 ადამიანი წავიდა, მათ შორის ერთ-ერთი თარჯიმანია. შშმ პირებისათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტი ახალგაზრდულ მედია-კავშირთან ყოველწლიურად ტარდება.ხშირად ტარდება ხოლმე ზაფხულის თამაშებიც, ხან ჯომარდობაა და ხან ა.შ. ამ ეტაპზე ჩვენი ბენეფიციარები ბაკურიანში სათხილამურო შეჯიბრზე იმყოფებიან. ვნახოთ რა შედეგებით დასრულდება შეჯობრი, თუ პრიზს აიღებენ ჩვენები ძალიან მადლობელი დავრჩებით.". - განაცხადა ელგუჯა კუპატაძემ

მარნეულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, 2021 წელს აღნიშნული სახის ღონისძიება მხოლოდ ერთხელ, გაზაფხულზე, გაიმართა. კუპატაძის განცხადებით, შეჯიბრის მონაწილეების შერჩევა საკმაოდ პრობლემური იყო, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრმა შშმ პირმა მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა არ ისურვა, ხოლო ის პირები, რომლებმაც შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს უკვე ბაკურიანშ იმყოფებიან.

შშმ პირებისათვის სათხილამურო შეჯიბრი ბაკურიანში 15 იანვარს დაიწყო და 18 იანვარს დასრულდება.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია