2022-23 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობისათვის მარნეულის მერიამ 1 250 000 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარენულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართვეობა 2022-23 წლებში ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვას 1 250 000 ლარად გეგმავს.

მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ 2022-2023 წლებში მარნეულის ბიუჯეტით დაფინანსებული იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უნდა განახორციელოს, რომელთა ღირებულებაც 50 000 ლარზე მეტია. ასევე, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 2022-2023 წელში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება სამუშაოების დასრულებამდე.

მომსახურება, ზედამხედველობა გაწეულ უნდა იქნას შემდეგ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე:

• გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია;
• წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემების) მოწყობა/რეაბილიტაცია, (სასმელი წყლის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ნაწილი, სარწყავი, სანიღვრე, საკანალიზაციო სისტემები)’
• ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;
• შენობა ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;
• სკვრების/პარკების/ეზოების მოწყობა/რეაბილიტაცია;
• სპორტული მოედნების (მინი სტადიონები) მოწყობა/რეაბილიტაცია;
• გარე განათებების მოწყობის სამუშაოები;
• ელექტროსამონტაჟო სამუშაოები ;
• სარემონტო-აღდგენითი-გამაგრებითი სამუშაოები;
• ნაპირსამაგრები, საყრდენი კედელების სამუშაოები (ჰიდრო ტექნიკური ნაგებობები).

ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურეობის შესყიდვისათვის ტენდერი მარნეულის მერიამ 18 იანვარს გამოაცხადა. მასში მონწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 13-დან 18 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია