რეანიმატოლოგი ტატა შენგელაია კორონავირუსის ახალ შტამზე და მის მართვაზე
"მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც ფიქრობს, რომ კორონა ჩვეულებრივი გრიპია, ასე არ არის" - ამის შესახებ რადიო ,,მარნეულის" გადაცემა ,,მნიშვნელოვანი დეტალი"- ში , მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიმურმა დირექტორმა, რეანიმატოლოგმა ტატა შენგელაიამ ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტებს კორონავირუსის, თუნდაც მსუბუქად გადატანის შემთხვევაში, ჯანმრთელობის პრობლემები მაინც ექმნებათ. შენგელაიამ ომიკრონის შესახებაც ისაუბრა, განმარტა, რომ აღნიშნული შტამი სწრაფად ვრცელდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

,,ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ბავშვებში, მოზარდებსა და ხანდაზმულებში - ყველა ასკშია . ეს შტამი თუ შეხვდა ადამიანს გრძელდება 4-5 დღე და ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, ზედა სასუნთქი გზების ინფექციით, ასევე დაინფიცირებულს აქვს მშრალი ხველა და სურდო. ამის მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა თუ პაციენტს თანმხლები დაავადებებიც აქვს, უმჯობესია კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა. ჩვენ ომიკრონს, ჩვეულებრივ პროტოკოლის მიხედვით ვმკურნალობთ და თუ თანმხლები დაავადებაცაა, ასეთ შემთხვევაში, ცალკე ამ დაავადებებზე ვმკურნალობთ პაციენტებს" - თქვა შენგელაიამ

რეანიმატოლოგის თქმით, არის შემთხვევები როდესაც პაციენტებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვითარდებათ შაქრიანი დიაბეტი, ენდოკრინოლოგიური და კარდიოლოგიური პრობლემები.

,, თუნდაც მსუბუქად მოიხადოს პაციენტმა ვირუსი, მთელი როგი დაავადებები იჩენს თავს. ენდოკრინოლოგიური, ნერვული, კარდიოლოგიური, თმის ცვენა, სისუსტე, თავის ტკივილი, კანკალი და კიდევ ბევრი."

ტატა შენგელაიამ გადაცემის მსვლელობისას თქვა, რომ ომიკრონის გარჩევა სხვა შტამებისგან, მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაშია შესაძლებლი. ისაუბრა სასწავლო პროცესის განახლებაზე და ვირუსის გავრცელების რისკებზე. ის მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

,, სწავლის დაწყებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ თუ რეკომენდაციებს დავიცავთ , ხელებს ხშირად დავიმუშავებთ და პირბადეს ვატარებთ , ეს რისკიც შემცირდება" -თქვა შენგელაიამ

ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა გადაცემის მსვლელობისას აცრების შესახებაც ისაუბრა, თქვა , რომ ვაქცინაცია მარნეულში აქტიურად მიმდინარეობს და დღის განმავლობაში აცრას 150 ადამიანი იკეთებს.

,, ვაქცინაცია მარნეულში აქტიურად მიმდინარეობს, უმრავლესწილად აცრის მსურველები 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან, ვფიქრობ ამის მიზეზი წამახალისებელი 200 ლარიცაა, თუმცა ახალგაზრდებიც აქტიურად იკეთებენ ვაქცინას. მინდა ვთქვა, რომ ბუსტერ დოზა ომიკრონით დაინფიცირების რისკ ამცირებს ან თუ მაინც შეხვდა მესამედ აცრილ ადამიანს , გართულებებისგან იცავს"- თქვა შენგელაიამ

შენგელაიას თქმით, ერთ კვირაში , დელტა შტამს ომიკრონი მთლიანად ჩაანაცვლებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია