მარნეულის მერიამ 12 მანქანისათვის საბურავები 10 357 ლარად შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის ბალანსზე მყოფი 12 მანქანის საბურავების შეძენისათვის შპს „თეგეტა რითელთან“, კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, სამი ხელშეკრულება გააფორმა.

მარნეულის მერიამ შპს „თეგეტა რითელისაგან“ ჯამში 10 357 ლარის და 60 თეთრის ღირებულების 48 საბურავი შეიძინა.

პირველი კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, Riken-ის ფირმის ყველა სეზონის ოთხ საბურავში 1 200 ლარი გადაიხადა. მეორე ხელშეკრულების შესაბამისად, იგივე ბრენდის „Road Pref.” მოდელის 4 საბურავში თვითმმართველობამ 601 ლარი და 60 თეთრი გადაიხადა. ხოლო მესამე კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამისად ადგილობრვმა თვითმმართველობამ Riken-ის ფირმის ყველა სეზონის მოდელის 32 საბურავში 6 592 ლარი, ამავე ფირმის Road-Terrain-ის მოდელის 4 საბურავში 940 ლარი, ხოლო Petlas-ის ფირმის 4 საბურავში 1 024 ლარი გადაიხადა.

მარნეულის მერიასა და შპს „თეგეტა რითელის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია მარნეულის მერიას საბურავები პირველი აპრილიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში მიაწოდოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები