ქალაქ მარნეულში ორი სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ მარნეულში სამხედრო ქალაქში არსებული სტადიონის, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავარჯიშო ტრენაჟორებისა, საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტაციის და გამსახურდიას ქუჩაზე არსებული ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის სამუშოების შესყიდვისათვის 259 900 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.


ყოფილი სამხედრო ქალაქი N1-ის დასახლების, N7 კორპუსის მიმდებარედ, მინისტადიონის რეაბილიტაციისა და სვკერის მოწყობის პროექტით გათვალისწინებულია:

აღნიშნულ ადგილზე ჩატარდება სადემონტაჟო,სამონტაჟო სამუშაოები.სადემონტაჟო სამუშაოებისფარგლებში,მოიხსნება სტადიონის დაზიანებული ღობის მავრთულბადე და საფარი,განხორციელდება არსებული დაზიანებული ერთერთი ტრენაჟორის დემონტაჟიც, სამონტაჟო სამუშაოების მიხედვით,განახლდება მინისტადიონის ღობე საფარი ტრიბუნები,კალათბურთის,ფარები. სკვერში მოეწყობაბილიკები დასასვენებელი სივრცეები საბავშვო გასრთობი მოედანი,რომელზეც განთავსებული იქნებააღდგენილი ატრაქცციონები,მოედანი შემოსაზღვრული იქნება კაუჩუკის ბორდიურით, მოეწყობა მწვანესაფარები,დაირგვება ორი სახის ხემცენარე დეკორატიული წითელი ტყემალი და ცრუ აკაცია, სკვერშიასევე მოეწყობა განათება ლამპიონების სახით.



გამსახურსიას ქუჩაზე მინისტადიონის რეაბილიტაციისა და სვკერის მოწყობის პროექტით გათვალისწინებულია:

აღნიშნულ ადგილზე ჩატარდებას სადემონტაჟო,სამონტაჟო სამუშაოები. სადემონტაჟო სამუშაოების ფრაგლებში მოიხსნება მინი სტადიონის დაზიანებული ფრაგმენტები პროექტის მიხედვით, ასვე მისის საფარი და დაზიანებული led სანათები, მოიხსნება მიწის საფარის გარკვეული სიმაღლე სამონტაჯო საუშაოებისათვის მოსამზადებლად. სამონტაჟო სამუშაობის მიხედვით მოეწყობა კაუჩუკის და ბილიკის დეკორატიული საფარი ,კაუჩუკის ბორდიულები, განახლდება სტადიონის ღობე, ტრიბუნები, led სანათები და არსებული ტრენაჟორები.



ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 10-13 ივნისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები მარნეულის მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები