მარნეულის მერიის შენობას 11 კონდინციონერს დაამატებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 11 კონდინციონერის შესყიდვას 15 254 ლარად გეგმავს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტექნისკის შესაძენად ტენდერი 16 ივნისს გამოაცხადა.

დოკუმენტაციის მიხედვით, 5 ცალს კონდინციონერს მერია 60-65მ2 ფართისთვის , ხოლო 6 ცალს 40მ2- ისათვის შეიძენს. ტექნიკას გათბობა-გაგრილების ფუნქცია ექნება. როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივ თვითმმართველობაში განუმარტეს, კონდინციონერების ნაწილი იმ ოთახებში განთავსება, სადაც არსადროს ჰქონიათ დამონტაჟებული.

ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 22-24 ივნისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება კონდინციონერები მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარულ დღეში მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას 54 კონდინციონერის გაწმენდა/შეკეთება 2 875 ლარი დაუჯდა. საკრებულოსა და მერიაში არსებულ გამაგრილებელ მოწყობილობების ნაწილს კონდენსატორები შეუცვალეს, უმრავლესობა კი სპეციალური ხსნარით დატუმბეს.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები