მარნეული-კოდის გზაზე ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა

მარნეული-კოდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.

ავარიის დროს ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ავარია მარნეული-კოდის დამაკავშირებელ გზაზე დღეს, 26 ივლისს, 12:00 საათისათვის მოხდა.

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები