სოფელ ახკერპის სკოლაში სასწავლო წელი ამბულატორიის შენობაში დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი ამბულატორიაში დაირეკა.


საგანმანათლებლო დაწესებულების ავარიულობის გამო სასწავლო პროცესი სოფელში მდებარე სამედიცინო პუნქტში გაგრძელდება. სკოლა 100 წელზე მეტს ითვლის. როგორც პედაგოგები ამბობენ, შენობის მდგომარეობა დმანისში მომხდარი მიწისძვირის შემდეგ გაუარესდა. ვარაუდობენ, რომ ახალ სკოლას აუშენებენ, სადაც ძველისგან განსხვავებით, ბუფეთი, სპორტული დარბაზი, ლაბორატორია და მოწესრიგებული კლასები ექნებათ.



"ეს შენობა არის ძალიან ძველი, სკოლისთვის არც იყო გაკუთვნილი. ადრე კოლმეურნეობის შენობა იყო, სკოლას დროებით გადაეცა სარგებლობაში. ახლა საავადმყოფოს შენობაში ვართ დროებით , მაგრამ ვიცით, რომ ახალ სკოლას ააშენებენ. ბუფეტი არ არის. ბავშვებს, რომლებსაც 8 გაკვეთილი აქვთ,  აუცილებლად სჭირდებათ.  ასევე არ გვაქვს სპორტდარბაზი. მთიანი რეგიონია, ხშირად თოვლი, წვიმა და ქარია, ასეთ დროს როგორ ჩაატარებს მასწავლებელი გაკვეთილს გარეთ? იძულებულია კლასში ჩაატარონ, რაც ბავშვებში უკმაყოფილებას იწვევს. უნდათ სხვა სკოლების მსგავსად, მათი სკოლაც იყოს სრულად აღჭურვილი. ძირითადად, მიწისძვრის დროს ჩამოიშალა ეს სკოლა. ჩვენი ინფორმაციით, დემონტაჟი უნდა განხორციელდეს"
- ამბობს ახკერპის კოლის მასწავლებელი ნინო კევლიშვილი.

ახკერპის საჯარო სკოლა ორ ცვლაში 100-მდე მოსწავლით ისწავლის.

ჯერჯერობით უცნობია რა სამუშაობი განხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, მიმდინარეობს შენობის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც კონკრეტული ნაბიჯები გახდება ცნობილი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები