"მშობლებს აიძულებენ და როგორც ჩანს ემუქრებიან" -აქტივისტი სამირა ბაირამოვა ძალადობის ფაქტზე სოფელ კირიხლოს სკოლაში
აქტივისტი სამირა ბაირამოვა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ სოფელ კირიხლოში მოსწავლეების მიმართ ძალადობაში მხილებული მასწავლებლის დაცვა მშობლების მხრიდან მიანიშნებს მათ დაუცველობაზე.

„მშობლები სკოლის ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი და მასწავლებელს არაეთიკური ქმედებას ამართლებენ და მისი კვლავ სკოლაში დაბრუნებას სთხოვენ „- წერს ბაირამოვა

2 ოქტომბერს გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს რომ ქართული ენის მასწავლებელი და ამავდროულად საკრებულოს წევრი მესამე კლასის მოსწვალეებს დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა. მედიაში ამ მასალის გავრცელების შემდეგ რახმან მუსაევი სკოლა „საკუთარი ნებით“ დატოვა. 3 ოქტომბერს კი საკრებულოს წევრობაც.


მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი კომენტარს არ აკეთებს. სკოლასთან მისულ მედიას კი დაზარალებული ბავშვების მშობლები დახმვდნენ. მშობლები მასწავლებელს აქებდნენ და სკოლაში დაბრუნებას ითხოვდნენ.

„მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემ ხალხს. მშობლებს აიძულებენ და როგორც ჩანს ემუქრებიან, გუშინ არაერთ ადამიანთან მქონდა საუბარი, ვინც სოფელში ცხოვრობს. ამ სკოლის დირექტორზე და მასწავლებელზე ბევრ სასტიკ ქმედებებზე მიამბეს. მშობლებლები იძულებულნი არიან გამოვიდეს ქუჩაში თუ არა მაშინ:
- სკოლაში მათ შვილს შეუქმნიან პრობლემას
მათი შვილი სკოლაში ქუჩაში ბულინგის მსხვერპლი გახდება
-თვითონ მშობლებს ქორწილში და სამძიმარზე არ დაპატიჟებენ, იმის გამო რომ შენი სოფლელი იჩივლე ან მხარი არ დაუჭირე“.
- წერს საკუთარ ფეიბუქ გვერდზე აქტივისტი სამირა ბაირამოვა

მომხდარ ფაქტს სწავლობს შინაგან საქმეთა სამიისტრო. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები