ხანჯიგაზლოში, ქვემო ყულარსა და ხუტორ-ლეჟბადნში სასაფლაოებს შემოღობავენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოში, ქვემო ყულარსა და ხუტორ-ლეჟბადინში სასაფლაოები შემოიღობება. სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 37`525 ლარად განხორციელდება. მერნეულის მერიმ სამუშაოების შესასრულებლად მთავრობის მხრიდან მინიჭებული უფლება გამოიყენა, რომლის ფარგლებშიც გამარტივებული შესწყიდვის წესი გამოიყენა.

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაში ჩართულ მუნიციპალიტეტებს მიეცათ თანხმობა, ერთობლივი შესყიდვისა და ამავე პროგრამის ფარგლებში შესასყიდი სამშენებლო მასალების, სამუშაოებისა და ამ სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურებების სხელმწიფო შესყიდვა ჯამში არა უმეტეს 50 416 797 ლარის ფარგლებში განახორციელონ გამარტივებულო შესყიდვის მეშვეობით“ - წერია მთავრობის განკარგულებაში.

სასაფლაოებს შემოღობვის სამუშაოებს შპს „მერკური“ სოფელ ხანჯიგაზლო - 11 235. 52 ლარად, ხუტორ ლეჟბადინი -11 235.52 ლარად, ხოლო ქვემო ყულარში - 15 054.38 ლარად შეასრულებს.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები