ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლებს მერია გზის თანხას უახლოეს პერიოდში აუნაზღაურებს
მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგებს გზის თანხას მერია უახლოეს პერიოდში ჩაურიცხავს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა პედაგოგების ნაწილს დააგვიანდა და სწორედ ამ მიზეზით შეფერხდა თანხის ჩარიცხვის პროცესი. მუნიციპალიტეტში გამარტავენ, რომ ანგარიშსწორებას რამდენიმე დღეში განახორცილებენ.

რომ მარნეულის საკრებულომ 140 მასწავლებლის მგზავრობის დაფინანსების საკითხი 2022 წლის 18 აპრილს დაამტკიცა. თითო პედაგოგის მგზავრობის თანხას მერია ყოველწლიურად 500 ლარით, თვიურად კი 50 ლარით აფინანსებს. 140 მასწავლებელზე 10 თვის განმავლობაში მერია ბიუჯეტიდან 7 000 ლარს გამოჰყოფს.

ამავე თემაზე: ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლებს გზის ასანაზღაურებლად მერიაში საბუთების განახლება ისევ მოუწევთ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები