ქართული ოცნების და ენმ-ს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატები სახალხო დამცველის არჩევის პროცესში პასიურობენ - ქამრან მამადლი

უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს პარლამენტის წევრები სახალხო დამცველის კანდიდატებს უსმენენ.

სახალხო დამცველის კანდიდატებთან შეხვედრის დროს დეპუტატები მათ სამომავლო გეგმების შესახებ კითხვებს უსმევენ და ადამიანის უფლებების მიმართულებით მათ აზრებს გებულობენ.

კანდიდატების ნაწილის მიერ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ გაჟღერებული მოსაზრებები საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. 2 ნოემბერს, რადიო „მარნეულის“ გადაცემაში „იჯმალი“ სწორედ სახალხო დამცველის კანდიდატების მიერ გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით ისაუბრეს. გადაცემის ერთ-ერთმა სტუმრმა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარმა ქამრან მამედლიმ განაცხადა, რომ 19 კანდიდატიდან რამდენიმეს გამოსვლა და მათი მოსაზრებების მოსმენა არასასიამოვნო იყო.

„19 კანტიტატია და ერთი უნდა აირჩიონ. იყო რამდენიმე კანტიტატი ვინც ძირითადად რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალიან დისკრიმინაციული აზრები გამთქვა. ჩვენ დავინახეთ, მაგალითად ქალბატონი თინათინ ერქვამია რომელმაც ტარიელ ნაკაიძის კითხვა ღიად დააკავშირა რელიგიური უმცირესობების უფლებების უსაფრთოხებასთან. ჩემი აზრით სახალხო დამცველის ინსტიტუტის პრინციპიბებს ეწინააღმდეგება. კონკრეტული თემები რელიგიური უმცირესობების კუთხეებს დაუკავშირა. ეს ადამიანი ამ აზროვნებით თუ გახდება სახალხო დამცველი ნაბიჯი გვექნება უკან გადადგმული“.

ქამრან მამედლის თქმით, სახალხო დამცველის ორ ქალ კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტში მიმართვა უკვე წარადგინეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათგან რომელიმე სახალხო დამცველის პოსტს დაიკავებს, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მიხედვით ნაბიჯს უკან გადადგავს.

„ორ კანდიდატთან, ქალბატონ ერკვიმაიასა და მაიასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს მიმვმართეთ და ავღნიშნეთ, რომ ეს კანდიდატები ეთნიკური და რელიგიური უმცირესოსბეის უფლებებზე მუშავე ორგანიზაციებისათვის მიუღებელი არიან. უმცირესობების უფლებების დაცვის სურვილის მქონე 150 პარლამენტის წევრისაგან მგონი არავინ არ მისცემს ხმას ამ კანტიტატებს. ვიცით, რომ ქართულ ოცნებას შერჩეული კანტიტატები ჰყავს. მათგან ერთ-ერთი კი ერკვამიაა. ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პრინციპი ისაა რომ სახალხო დამცველის შერჩევისას მხოლოდ ქართული ოცნების კი არა საზოგადოების აზრიც უნდა გაითვალისწინონ“.

მამედლიმ საპარლამენტო მოსმენების დროს ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატების მიერ დისკრიმინაციულ გამოსვლებთან დაკავშირებულ დუმილსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხით არა მარტო ტარიელ ნაკაიძე, არამედ ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული. მისი თქმით, როგორც მოქალაქეს, სურს რომ ამ დეპუტატების აზიც მოისმინოს.

„როგორც მოქალაქეს შემიძლია ვთქვა რომ ქართული ოცნების და ენმ-ს წარმომადგენლებს ამ თემაზე აზრი უნდა გამოეთქვათ. სამწუხაროდ ჩვენი პარლამენტის წევრები ადამიანების უფლებების დაცვის საკითზე ძალიან პასიურები არიან. მინიმუმ დაინტერესებულები უნდა ყოფილიყვნენ. ეს თემა ხვალ მათი, მათი ახლობლების უფლებების დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს. სოფელი მამეის სახელი შეცვალეს, ახლო ლალოში მეჩეთის მშენებლობზე შექმნილ პრობლემებთან დაკაშირებით დეპუტატებს უნდა გამოეთვათ აზრი. ეს იყო ეთნიკურად აზერბაოჯანელი პარლამენტის წევრების ვალდებულება, მაგრამ ორივე წევრს ხმა არ ამოუღია“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის 19 კანდიდატიდან ერთს პირველ დეკემბრამდე აირჩევს. ამ დრომდე საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას ნინო ლომჯარია იკავებს.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები