აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დამცველი
განცხადებას ავრცელებს და საუბრობს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები მოსახლეობის, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა
მდგომარეობაზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023
წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მთავრობის მიმართ კრიტიკულად
განწყობილ ადამიანებზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ კრიტიკული
აზრის მქონე მოქალაქეების, მათი ოჯახის წევრებისა და შვილების დევნა,
დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულია და სამართალდამცველების
მხრიდან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.
სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა შესახებ 2023 წლის ანგარიშში 14
წლის აითაჯ შახმიროვას მკვლელობის საქმე განხილულია როგორც ბავშვთა
უფლებების, ისე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის კუთხით.
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური
გაერთიანებები გამოხატავენ შეშფოთებას ადიგენში სალოცავად შეკრებილ
მუსლიმ მრევლზე თავდასხმის, მათდამი შეუწყნარებლობისა და შეურაცხყოფის
გამო.
2021 թվականի տվյալներով Մառնեուլիի մունիցիպալիտետում հաշվառված է
222 անօթևան ընտանիք, որից 31-ը ներկայումս ապահովված է բնակարանով,
իսկ 191 ընտանիք դեռևս ունի անօթևան կարգավիճակ։