მარნეულში 191 უსახლკარო ოჯახია რეგისტრირებული
2021 წლის მონაცემებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგისტრირებულია 222 უსახლკარო ოჯახი, რომელთაგან 31 ამჟამად უზრუნველყოფილია საცხოვრისით, ხოლო 191 ოჯახს კვლავ უსახლკაროს სტატუსი აქვს. სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშთან დაკავშირებით რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქვემო ქართლის ოფისის მთავარმა სპეციალისტმა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში ირმა მჭედლიძემ განაცხადა, რომ მარნეულში ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს სოციალური საცხოვრისი.

„2015 წლიდან მარნეულში რეგისტრირებულია 222 უსახლკარო ოჯახი. მათგან საცხოვრებელი ფართით 31 ოჯახია დაკმაყოფილებული, ამჟამად აღრიცხვაზე იმყოფება 191 ოჯახი. მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ეს საკითხი, ამგვარი პოლიტიკა საცხოვრისის უზრუნველყოფის მიმართულებით საკუთარი ვალდებულებების განსაკუთრებით ფრთხილ განხორციელებას წარმოადგენს. ამ პირებმა, 31-მა ოჯახმა, დაახლოებით 2017 წელს მოხდა ეს, თვითნებურად დაიკავა საცხოვრებელი ფართი და შემდეგ 2021 წლის ბოლოს დაკმაყოფილდნენ ეს იჯახები და მათ საკუთრებაში გადაეცათ ბინები ეკონომიკის სამინისტროს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ასეთი პოლიტიკა გარკვეულ რისკების შეიცავს. ფორმალურად თუ მათ თვითნებური შესვლით განახორციელეს საკუთარი საცხოვრებლის უფლების რეალიზაცია ასეთი პოლიტიკა მათ უბიძგებს ფორმალურად რომ განახორციელონ გარკვეული კანონსაწინააღმდეგობრივი აქტივობა. მაგალითად, თვითდახმარების მიზნით სხვის საკუთრებაში არსბული უძრავი ქონების დაკავება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა სწორი სახელმწიფო მიდგომა და სწორი პოლიტიკა ვერ იქნება“.

ირმა მჭედლიძის თქმით, საქართველოს მასშტაბით არ ფუნქციონირებს ერთიანი მიდგომა საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მაგალითისათვის, რუსთავში საცხოვრისის მისაღებად პირს სოციალურუ მომსახურების სააგანტოსაგან უნდა ჰქონდეს 150 000 ქულა მინიჭებული, მაშინ როდესაც ქუთაისში ქულათა ოდენობა 200 000, ხოლო გორში 100 000 უნდა იყოს.

სახალხო დამცველი სახელმწიფოს აძლევს რეკომენდაციას შეიმუშაოს ერთიანი მიდგომა საცხოვრისით უზრუნვეყოფასთან დაკავშირებით.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები