სიახლე
EMC მარნეულში საჯარო მოხელეების მიერ, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე სახალხო დამცველს მიმართავს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას სახელით, განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მხრიდან, სოციალურ ქსელებში ქსენოფობიური ენის გამოყენების ფაქტზე და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მანდატის ფარგლებში, სახალხო დამცველს, სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ზოგადი რეკომენდაციის გაცემას სთხოვს.

მარნეულში მოქმედი „კულტურის ცენტრის" სახელდებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში ქალაქში აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს.

ადგილობრივი აზერბაიჯანელები კულტურის სახლისთვის მათი საზოგადო მოღვაწის სახელის დარქმევას ითხოვენ, რაც მათთვის საკუთარი იდენტობის, კულტურის დაცვისა და შენარჩუნების საკითხია.

მიმდინარე დისკუსიების კონტექსტში სამირა ბაირამოვამ, რომელიც ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტია და წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს რეგიონში დემოკრატიის, ეთნიკური უმცირესობების, ქალთა დაცვის საკითხებზე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კრიტიკული პოსტი განათავსა კულტურის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი კულტურის წარმოჩენის და დაცვის ხელშეწყობა ამ უწყების მხრიდან სათანადოდ არ ხდება.

სამირა ბაირამოვას საჯარო მოსაზრებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ კულტურის ცენტრის დირექტორი, მარნეულის მერიის თანამშრომელი და ადგილობრივი საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომლებმაც საკუთარ მსჯელობაში ღიად გამოიყენეს სიძულვილის ენა.

საჯარო მოხელეებისგან მათ შორის ისმოდა შემდეგი ფრაზები: „არ მოგწონს საქართველო? ხომ იცი რაც უნდა ქნა? საქართველოა ეს, არ დაგავიწყდეს ამის მნიშვნელობა ... ვისაც საქართველო არ მოსწონს სადაც მოსწონს იქ წავიდეს არ გვაქვს პრობლემა;“ „ქალბატონო სამირა თუ ბევრი გყავთ თქვენი თანამოაზრეები შეგიძლიათ მიბრძანდეთ იქ სადაც არის თქვენი ადგილი და ისინიც თან გაიყოლოთ! იქნებ და ცოტა ტვირთი მოეხსნას ჩვენს ქვეყანას!!! შეუძლებელია უკვე ამდენი თავხედობის ატანა!!! ეს საქართველოა ქართველების ქვეყანა, ისინი თქვენ პატივს გცემენ და გაფასებენ! რამე არ მოგწონთ?! მიბრძანდით ბატონო!“

EMC მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება და საჯარო განცხადებები არსებითად არღვევს ინკლუზიური სახელმწიფოს და თანასწორობის პრინციპს და ხელს უწყობს არადომინანტ ეთნიკურ/რელიგიურ ჯგუფებში გარიყულობის და იზოლაციის განცდას.

ამგვარი განცხადებების ტირაჟირება განსაკუთრებით მიუღებელია იმ საჯარო მოხელეების მხრიდან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მუშაობენ და ვალდებულები არიან პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების დროს განუხრელად დაიცვან თანასწორობის პრინციპი და მეტიც, მიიღონ დამატებითი პოზიტიური ზომები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, იდენტობისა და უფლებების ხელშეწყობისთვის.

EMC დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე სახალხო დამცველს სთხოვს საკითხის შესწავლას და ზოგადი რეკომენდაციების გაცემას რელევანტური უწყებების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების პრევენციის და სპეციალური ანტიდისკრიმინაციული პოზიტიური ღონისძიებების დაკისრების შესახებ.

EMC მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მნიშვნელოვანია, საჯარო სამსახური თანასწორობის, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტებს და ეთიკას აკმაყოფილებდეს, რადგან ქსენოფობიური წარმოდგენები და გამოხატვები საჯარო მოხელეების მხრიდან არსებითად შეუძლებელს ხდის სამართლიანი, პლურალისტური და თანასწორი საზოგადოების და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს, რაც ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტებით და ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით დეკლარირებულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ.

ქალაქ მარნეულის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუსიკო და სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრი“ დაფუძნებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ორგანიზაციის დირექტორს ნიშნავს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.








FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე
სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო
ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან
აფინანსებს.
გამოქვეყნდა იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. საუბარია ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე, რომლებსაც სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან
კონკურსს გამოაცხადებს.
განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს.
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე
კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ
მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11
კილომეტრში,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში,
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ,
ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა
გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა
აქვს.
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა აქვს.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის
დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, –
ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.