რა ღირს საქორწილო კაბების ქირაობა მარნეულში
მარნეულში საქორწილო კაბების ფართო არჩევანია. სადღესასწაულო კაბების ყველაზე მეტი მაღაზია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს. რადიო „მარნეული“ ათამდე სავაჭრო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

საქორწილო კაბების ქირის ფასი 100 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე მერყეობს. ფასები ძირითადად კაბის ხარისხით და დიზაინის მიხედვით ისაზღვრება. სალონების წარმომადგენლების უმეტესობა ამბობს, რომ მარნეული სადღესასწაულო კაბების სიიაფით გამოირჩევა, რის გამოც მომხმარებლები სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც ჰყავთ.

„ზოგი არის, რომ დღეში 10 პატარძალს უშვებს, მაგრამ მე მაგალითად, დღეს ერთი პატარძალი მყავდა, ულამაზესი კაბა შეარჩია. ჩვენი მუშაობასეზონზეა დამოკიდებული. ახლა, მაგალითად დეკემბერში ქორწილები არ არის ხოლმე, არც იანვარში. თებერვალში უფრო ნიშნობებს აკეთებენ. წინა თვეში ბევრი ქორწილი იყო. რაც შეეხება ფასებს, მარნეულში შედარებით იაფია. თბილისიდან აქ ჩამოდიან ხოლმე ხშირად“ ,- გვითხრა საქორწილო კაბების მაღაზიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

კაბის ქირაობა ერთ-ერთი ბიუჯეტური საშუალებაა, თუმცა არის ყიდვის შესაძლებლობაც. როგორც სალონის წარმომადგენელმა გვითხრა, ყიდვის შემთხვევაში ფასები ორმაგდება.

„არიან ადამიანები, რომელიც შეკვეთას გვაძლევენ, რომ კაბის ყიდვა უნდათ. ამ შემთხვევაში ძვირი გამოდის. მოდელის მიხედვით იცველბა ფასიც. ვიცი, რომ თბილისში, ბათუმში უფრო ძვირია. ხანდახან აქედან ბათუმში მიდის პატარძალი იქ უფრო ძვირია. აქ 220-250 ლარად რომელი კაბაც არის, იქ 500-600 ლარად აქირავებენ. აქ ბათუმიდანაც ჩამოდიან, ახლო ხანებში ბათუმში გათხოვდა გოგო და თქვა, რომ ბათუმში 500 ლარად იქირავა კაბა, რაც ჩვენთან 250 ლარი ღირს. ჩვენი მუშაობა სეზონზეა დამოკიდებული. ახლა ქორწილების სეზონი თითქმის სრულდება. გამოდის, რომ ექვსი თვე ვმუშაობთ კარგად, ექვსი თვე ისე რა“

მარნეულის საქორწილო კაბების მაღაზიებში გვითხრეს, რომ თვეში საშუალოდ 30 კაბას აქირავებენ. ეს ყველაზე პასიურ პერიოდში, როდესაც ქორწილების გადახდის თვეები ნაკლებად არის.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები