USAID ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის 20 მილიონიან პროექტს იწყებს
USAID - ახალი პროგრამას იწყებს, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.   "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" - ასე ჰქვია, პროექტს, რომლის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მიიღო. როგორც მან, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პროგრამა 20 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და მხარს დაუჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერებას.



პროგრამა, მიმართულია იმისკენ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა გააგრძელონ ის საუკუნოვანი ტრადიცია, რაც გულისხმობდა ქვეყნის კეთილდღეობასა და განვითარებაში მონაწილეობას. ძალიან დიდი სიმდიდრე აქვს საქართველოს ამ მხრივ. საქართველოს აქვს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია თუ როგორ მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოს განვითარებაში, მისი საგანძურის დაცვაში და საზოგადოების ეკონომიკურ თუ ქვეყნის სხვა მხრივ განვითარებაში. ამ პროექტის ფარგლებში იქნება თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადგილობრივ პარტნიორებთან იმისათვის, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. საკუთარი იდეები, მოსაზრებები, აქტიურად გააჟღერონ და წვლილი შეიტანონ ქვეყნის საზოგადოების, ეკონომიკის თუ სოციალურ განვითარებაში“ - თქვა კელი დეგნანმა.



USAID-ის ახალი პროგრამა - ერთიანობა მრავალფეროვნებაშია ოფიციალური გახსნა თბილისში გაიმართა. პროგრმის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მარნეულში მომუშავე არასამთავრობოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.


ფოტომასალა აღებულია საქართველოს გაეროს ასოციაციის ფეისბუქ გვერდიდან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები