USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში,
PH International-თან პარტნიორობით იწყება ბიზნეს ინგლისურის 7½ თვიან
კურსი 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის.
კურსის მიზანია განავითაროს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების
ენობრივი კომპეტენციები სამეწარმეო და ბიზნეს მიმართულებით.
ინგლისური ენის კურსი ითვალისწინებს 120-საათიან ინსტრუქტაჟს
პროფესიულ ინგლისურში, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს ინგლისურის
შესწავლაზე და მოიცავს სწავლებას საქართველოში დამწყები ბიზნესის
ძირითად მოთხოვნებზე, ბიზნეს გეგმის შემუშავების საწყისებზე,
სოციალური მედიის გამოყენებაზე
მარკეტინგული მიზნებისთვის და ლიდერული
უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
ინგლისური ენის კურსი დაიწყება 2022 წლის დეკემბრიდან. გაკვეთილები
ჩატარდება კვირაში ორჯერ 2 საათის განმავლობაში.
ენის კურსს წარუძღვებიან გამოცდილი და კვალიფიციური ტრენერები.
ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე კონკურსის საფუძველზე შეირჩევა
ყველა ლოკაციაზე 20 მონაწილე.
❗პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს მოეთხოვებათ დაესწრონ გაკვეთილების
70%-ს მაინც და მათი ყოველთვიური შეფასება არ უნდა იყოს 7 ქულაზე
დაბალი (შეფასების 10 ქულიანი სისტემის მიხედვით).
გაცდენების შემთხვევაში მონაწილე ჩანაცვლდება სარეზერვო კანდიდატით.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია რეგიონის მიხედვით:
მარნეული -
https://bit.ly/3ufawI5