როდის დაიწყება საახალწლო არდადეგები მარნეულის საბავშო ბაღებში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს, რომ საახალწლო არდადეგები საბავშვო ბაღებში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

სააღმზრდელო დაწესებულებებში საახალწლო არდადეგები 2023 წლის 15 იანვარს დასრულდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 14 სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები