ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა მარნეულის სკოლების VIII – XI კლასების მოსწავლეებისთვის
საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, CENN აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის მიზანია VIII – XI კლასების მოსწავლეების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული ღირებულებების, მშვიდობის მშენებლობის და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მარნეულის, დმანისის, ახალქალაქის, წალენჯიხისა და ასპინძის, მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო VIII – XI კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ სამოქალაქო აქტივიზმში, ხელი შეუწყონ ადგილობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაუმჯობესებას და გახდნენ ახალგაზრდა ლიდერები.

პროგრამის ხანგრძლივობა არის 8 თვე (თებერვალი-სექტემბერი, 2023) და მოიცავს შემდეგ ფაზებს:
1. ონლაინ მასტერკლასები
2. სამოქალაქო განათლების ბანაკი
3. მენტორინგი
4. პროექტების დაფინანსება და განხორციელება
5. შემაჯამებელი კონფერენცია

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს 


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 24 დეკემბერი, 18:00 საათი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები