ამირან გიორგაძესთან და საკრებულოს სხვა პოლიტიკური პირებთან მომსვლელი სტუმრებისთვის 17 სახეობის ტკბილეული იყიდეს
საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებთან მომსვლელი სტუმრების გამასპინძლებისათვის მერიამ ტკბილეული იყიდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ პროდუქცია გამარტივებული წესით შ.პ.ს. ,,კრალ - XXI”-სგან 678 ლარად და 62 თეთრად შეიძინა. 32 სახეობის პროდუქტიდან, ურავლესობა ტკბილეულია.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 09 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შ.პ.ს. ,,კრალ - XXI”-დან შეძენილი იქნა სხვადასხვა სახის ტკბილეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებთან მომსვლელი სტუმრების გამასპინძლებისათვის. გთხოვთ აღნიშნული მოხსენებითი ბარათი გადააგზავნოთ მუნიციპალიტეტის მერიაში, რათა მოხდეს გამოყოფილი თანხის გადარიცხვა.“
- წერია გამარტივებული შესყიდვის ტენდერში, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მატერიალურ – ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი თანხის გამოყოფის თხოვნით მერიას მიმართავს.

შესყიდულ პროდუქციებს შორისაა: სხვხადასხვა სახეობის კანფეტები, კრუასანები, ორცხობილები, რამდენიმე სახეობის ყავა და ჩაი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები