CENN მარნეულში საგრანტო კონკურსს აცხადებს
CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli“ - ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს.

საგრანტო კონკურსის მიზანია ისეთი ინიციატივებისა და პროექტების გამოვლენა და დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მარნეულის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი და გარემოსადმი მეგობრული სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვას და ამ გზით ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების განვითარებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს და ფიზიკურ პირთა ჯგუფებს, ისე მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ იურიდიულ პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია, სათემო ცენტრი, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, ასოციაცია, შპს, ინდივიდუალური მეწარმე, კოოპერატივი);

პროექტი უნდა განხორციელდეს მარნეულის მუნიციპალიტეტში

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სრულყოფილი პროექტული წინადადებები. წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის 25 იანვარი, 18:00 საათი.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2022 წლის 23 დეკემბერს 11:00 საათზე, CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. მარნეული, გიორგაძის ქუჩა # 1

საგრანტო კონკურსის დეტალები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3htWEaq

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები