საახალწლო პროგრამა მარნეულში
მარნეულში 30 დეკემბერს საახალწლო კონცერტი ჩატარდება. ღონისძიება ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული წესით 136 421.33 ლარად შეისყიდა.

ღონისძიების ორგანიზების ვალდებულება შპს „სითი ივენთ გეორგია“- ამ აიღო. კონცერტზე იმღერებენ ქუჩის მუსიკოსები და რეზო და ბავშვები. მერია მათ 14 500 ლარს გადაუხდის.

საახალწლო ღობისძიებაზე ასევე გათვალისწინებული იქნება:

საახალწლო სახლები მორთვა, ხელოვნური გირლიანდებით განათებით სათამშოებით - 1200 ლარი
საჩუქრები ქისა/ტიბილეული - 15000 ლარი
თოვლის ბაბუა, ელფები, საპნის ბუშტების შოუ, ანიმატორები, მაკნატუნა, ქენდი გოგონა - 6500 ლარი
დრამერების შოუ 10 კაციანი შემადგენლობით - 4500 ლარი
გლინტვეინი ცხელი შოკოლადი - 4500
შოკოლადის კრეპები საშობაო ორცხობილა - 4325
ფოიერვერკი - 4000 ლარი
საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობა - 500 ლარი
სცენისთვის დეკორაცია, სცენის წინ საახალწლო გირლიანდა
და მანათობელი ნაძვისხეები - 500 ლარი და სხვა.


აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიას საახალწლო სამზადისი 404 321 ლარი უჯდება.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საახალწლო ნაძვის ხე 70 800 ლარად შეიძინა. ქუჩების ილუმინაციებით მორთვა კი 197 100 ლარი უჯდება.

გარეკანის ფოტო რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები