მარნეულის სოფლებში სკვერების მოსაწყობად მერიამ 88 738 ლარის გამარტივებული შესყიდვები გააფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოთხ სოფელში სკვერების მოწყობისა და ერთ სოფელში სკვერის შემოღობვის სამუშაოების შესყიდვისათვის სამი გამარტივებული შესყიდვა ინდივიდუალურ მეწარმე ასრად მუსაევთან გააფორმა.

მარნეულის მერიამ ასრად მუსაევთან 88 738 ლარისა და 41 თეთრის ღირებულების სამი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

პირველი შესყიდვის მიხედვით, 19 340 ლარი და 79 თეთრი სოფელ შულავერში სკვერის მოწყობის სამუშაოებისათვის დაიხარჯება.
მეორე გამარტივებული შესყიდვა მერიამ სოფელ სიონსა და წერაქვში სკვერების მოწყობის სამუშაოებისათვის გააფორმა, რაშიც 38 460 ლარი და 20 თეთრი დაიხარჯება. აქედან სოფელ სიონის სკვერის მოწყობაში 19 230 ლარი და 10 თეთრი დაიხარჯება, ამდენივე თანხა დაიხარჯება სოფელ წერაქვის სკვერისათვისაც.

რაც შეეხება მესამე გამარტივებულ შესყიდვას, მერია 30 937 ლარად და 42 თეთრად სოფელ დაშტაფაში სკვერის მოწყობას და და სოფელ მარადისში სკვერის შემოღობვას გეგმავს. აქედან, სოფელ დაშტაფისათვის 19 340 ლარი და 79 თეთრია გამოყოფილი, ხოლო სოფელ მარადისისათვის 11 596 ლარი და 63 თეთრი.

ხუთივე პროექტი, რომელთა შესყიდვისთვისაც მერიამ ასრად მუსაევთან სამი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები