მარნეულის მერიამ ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა მეორედ შეიმუშავა
მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ახალი ხუთწლიანი გეგმა შეუშავდა. დოკუმენტი 26 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. საკითხი განსახილველად მერიის ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფლების უფროსმა ირინე მაჭარაშვილმა გამოიტანა და თქვა, რომ ხუთწლიანი გეგმა მუნიციპალიტეტში შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთ მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, პრობლემები და დაისახა მიზნები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მარნეულში ხუთი წლის განმავლობაში უდა მოხდეს ნარჩენების მართვის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესება.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა 2023- 2027 წლების მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული გეგმა შესაბამისობაშია ეროვნულ გეგმასთან, სტრატეგასთან და ნარჩენების მართვის კოდექსთან. ნარჩენების მართვის გეგმაში გაწერილია ყველა იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც არის მუნიციპალიტეტში და ასევე გადაჭრის გზების შესახებ. აქ არის (გეგმაში) აღნიშნული როგორც ქაოსური ნაგავსაყრელები, ასევე ინერტული ნაგავსაყრელები და სხვადასხვა მიმართულება. ასევე, ნარჩენების რეციკლირების გადამუშავებასა და სეპარირებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მისი გადაჭრის ღონისძიებების შესახებ“ - თქვა ირინე მაჭარაშვილმა“

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა 2017 წელსაც გაწერა. რა სამუშაოები ჩატარდა და რა მიღწევები აქვს ამ კუთხით თვითმმართველობას, ამის გასაგებად მერიაში წერილობით მიმართვა გვთხოვეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები