2023 წელს მარნეულის მერია გარე განათების ელექტროენერგიაში 1 600 000 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2023 წლის განმავლობაში გარე განათებაში 2 125 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, გარე განათებისათვის გამოყოფილი თანხა ორი მიმართულებით გადანაწილდება. საერთო თანხის ნაწილი გარე განათების მოვლა-ექსპლუატაციაში, ნაწილი კი ელექტრო ენერგიის გადასახადში დაიხარჯება.

„დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი მოიცავს 16 267 ბოძს, ამდენივე სანათს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: გარე განათების წერტების (ქუჩები, მოედნები, პარკები, სკვერები, შენობა-ნაგებობები) მოვლა-ექსპლოატაცია და მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურის დაფარვა; დასახლებული პუნქტების განათების სამუშაოები და ელ. ენერგიის ქსელში ჩართვა“. - აღნიშნულია გარე განათების პროგრამაში

გარე განათების ქსელის ექსპლუატაციის ქვეპროგრამისათვის, რაც რე განათების წერტების (ქუჩები, მოედნები, პარკები, სკვერები, შენობა-ნაგებობები) მოვლა-ექსპლუატაციას მოიცავს, 525 000 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება გარე განათების ქსელის ფუნქციონირებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს, აღნიშნულისათვის მერიას ბიუჯეტში 1 600 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები