მარნეულის მერიამ დედის დღესთან დაკავშირებით 8 თაიგული და სასაჩუქრე კალათა შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 3 მარტს დედის დღის აღსანიშნავად 8 თაიგული და სასაჩუქრე კალათა გამარტივებული წესით შეისყიდა.

გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, დედის დღის აღსანიშავად მარნეულის მერია აპირებს სასაჩუქრე კალათები და თაიგულები საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებსა და მეუღლეებს გადასცეს.

„მოგეხსენებათ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველი წლის 3 მარტს აღნიშნავს დედის დღეს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს მთლიანობისათვის ომში დაღუპული გმირების დედებსა და მეუღლეებს გადაეცემათ თაიგულები და სასაჩუქრე კალათები .
მიზანშეწონილად მიმაჩნია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირები, მათი ოჯახების ქალბატონებისთვის შევისყოდოთ 8 ერთეული სასაჩუქრე კალათა სხვადასხვა ტკბილეულით და სასმელით, აგრეთვე 8 ერთეული ცოცხალი ყვავილების თაიგული“
. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

3 მარტრს, დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული მეომრების დედებისა და მეუღლეებისთვის მარნეულის მერიამ 8 ერთეული თაიგული გამარტივებული წესით ინდივიდუალურ მეწარმე შორენეა სვანიძე-მაჭავარიანისაგან 320 ლარად შეისყიდა.

მერიამ 1 175 ლარის და 20 თეთრის ღირებულების მეორე გამარტივებული შესყიდვა შპს „მადაგონი 2“-თან გააფომრა 8 ერთეული სასაჩუქრე კალათის შესყიდვისათვის. სასაჩუქრე კალათში იქნება შოკოლადის ნაკრები ექსკლუზივი, შოკოლადის ნაკრები პრესტიჟი, შოკოლადის ნაკრები ნიჟარები, ყავა ჯაკობსი, ტრუფელი და ლიქიორი.

რადიო „მარნეული“

ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები