მარნეულის მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის ტენდერი მეშვიდედ გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქციის ტენდერი მეშვიდედ გამოაცხადა.


ადგილობრივი თვითმმართველობა დაახლოებით ერთი წელია სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას უშედეგოდ ეძებს. ექვსი ჩაშილილი ტენდერის მიხედვით, ორში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭეს, ხოლო ხუთ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქციისათვის 261 327 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ახალ ტენდერში მუნიციპალიტეტმა თანხა გაზარდა და სართო ღირებულება 321`519 ლარს შეადგენს. დენტერში
მონაწილეობამსურველ კომპანიებს 5-10 აპრილის პერიოდში შეეძლებათ.

პროექტით გათვალისწინებულია პირველ სართულზე მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესის გამარტივების მიზნით კანცელარიის ოთახის ფართის გაზრდა და შუალედური რგოლის სახით ფართის გამოყოფა. ასევე პირველ სართულზე პროექტით გათვალისწინებულია კორიდორის კედლების ლესვა-ღებვა და მასზე გამჭოლი კარების შეცვლა.

პირველი სართულის ოთახების ნაწილში გათვალისწინებულია სარემონტო სამუშაოები. მეორე სართულზე იგეგმება არსებული სან.კვანძის განახლება და არსებულ სამუშაო ოთახში ახალი სან.კვანძის მოწყობა. მესამე სართულზე გათვალისწინებულია კიბის უჯრედის კედლების შეფითხვა, ღებვა და სხვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები