მარნეულის მერია სატვირთო ავტომობილის შეძენას 51 000 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ერთი ერთეული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ სატვირთო ავტომობის მერია შპს „მარნეულის სოფწყალისათვის“ შეიძენს.

მარნეულის მერიამ სატვირთო ავტომობილის შესაძენად 51 000 ლარის ღირებულების ტენდერი 17 მარტს გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 28 მარტიდან 31 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო წინადადების მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას სატვირთო ავტომობილი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა გადასცეს.

სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ავტომობილი 2022 ან 2023 წელს უნდა იყოს გამოშვებული.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები